20 ნოემბერი 2024,   20:20
ვრცლად
დერცელის ორასამდე მოსახლე დახმარებას ითხოვს - სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია

სოფელ დერცელის მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობის გამო დაუპირისპირდა.

მესამე დღეა, ადიგენის რაიონის სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. სოფელში უკვე ამოიწურა სასმელი წყალი. სოფლიდან ვერ გამოჰყავთ ქალები და ბავშვები.

სოფელში ჩარჩენილი 200-მდე ადამიანი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს.

ადიგენის რაიონის სოფელ დერცელში ძლიერი სეტყვა რამდენიმე საათს გაგრძელდა. ჩამოწოლილმა მეწყერმა სოფელთან მისასვლელი მთავარი სამანქანო გზა დააზიანა. წყალმა შინაური პირუტყვიც გაიტაცა. სოფელში მესამე დღეა, სასწრაფო დახმარების მანქანაც ვერ ახერხებს ასვლას.

მოსახლეობის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისფლება მათი მდგომარეობის შესასწავლად მომხდარიდან მხოლოდ 2 დღის შემდეგ მივიდა.

სოფლის რწმუნებულმა და მუნიციპალიტეტის გამგებელმა დღეს მხოლოდ ოქმი შეადგინეს და ადგილობრივებს დაჰპირდნენ, რომ მათი პრობლემის განხილვა რამდენიმე დღეში დაიწყება.

 

ავტორები: გიგლა თუმანიშვილი, მაია იველაშვილი, მახო მეგრელიშვილი.

 
დღის ამბები