20 ნოემბერი 2024,   20:13
ვრცლად
უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში გაუსაძლის სიცხეებს ელოდებიან

ოფიციალური ინფორმაციით, დღეს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 35 გრადუსი იყო მაშინ, როდესაც ბენზინგასამართ სადგურებზე დამონტაჟებულ თერმომეტრზე გაცილებით მაღალი ტემპერატურა - 41 გრადუსი დაფიქსირდა.

სინოპტიკოსები ტემპერატურის კიდევ უფრო მატებას 31 ივლისიდან ელოდებიან.

ამის მიუხედავად, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში სახელმწიფოსგან მუშაობის შეწყვეტის განკარგულების გაცემის აუცილებლობას ვერ ხედავენ. თუმცა, ძლიერი სიცხით ჯანმრთელობის გაუარესების რისკების მატებაზე საუბრობენ.

ორგანიზმის გადახურებით ბოლო დღეების განმავლობაში სასწრაფო სამედიცინო დახმარებას 25-მა ადამიანმა მიმართა.

ამ მიზეზების გამო პროფკავშირები დასაქმებულთათვის სპეციალური სამუშაო გრაფიკის დაწესებას ან სამუშაოს შეწყვეტას ითხოვენ და საკანონმდებლო ხარვეზებზე საუბრობენ.

სითბური დაკვრის თავიდან აცილების მიზნით, სპეციალისტები მოსახლეობას ბევრი სითხის მიღებას და მზისგან თავის დაცვას ურჩევენ.

 სინოპტიკოსების ცნობით. ძლიერი სიცხე აგვისტოს პირველ ნახევრამდე შენარჩუნდება.

 

ავტორები: ირინა კეჭაყმაძე, მარიკა გოცირიძე,ზურა მანაგაძე, გიორგი ჩიკვილაძე.

 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები