20 ნოემბერი 2024,   19:27
ვრცლად
"ისე ადარდებდა უკრაინა, როგორც საქართველოს ბედი" - დავით მენაბდიშვილს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ

უკრაინაში დაღუპულ კიდევ ერთ ქართველ მებრძოლს დღეს დაკრძალავენ. 47 წლის დავით მენაბდიშვილი რუსთავში მდებარე ტაძარში სამხედრო პატივით გადაასვენეს. ტაძარში დილიდან მიდიან გარდაცვლილის მეგობრები და ახლობლები, ასევე, უბრალო მოქალაქეები. 

"გმირული სულისკვეთებით იყო მუდმივად და ახლაც გმირად წავიდა. მას ისე ადარდებდა უკრაინა, როგორც საქართველოს ბედი. ყველაფერი გააკეთა, რომ თავის ცოლ-შვილს დროებით დასცილებოდა და წასულიყო იქ, სადაც უნდა წასულიყო. ეს არის გმირების ხვედრი, ჩვენ ვამაყობთ,"- აცხადებს დავით მენაბდიშვილის ნათესავი ფაცია წურწუმია.

47 წლის დავით მენაბდიშვილი 9 აპრილს, ხარკოვის მახლობლად, ქალაქ იზიუმთან დაიღუპა. ქართველი მებრძოლი რუსი სამხედროების საარტილერიო შეტევას ემსხვერპლა. ის კიდევ ერთ მებრძოლ, ლუკა შანავასთან ერთად, ვარშავიდან გადმოასვენეს.

დღის ამბები