უკრაინისთვის დასახმარებლად გამოფენა-გაყიდვის საქველმოქმედო ღონისძიებას სასტუმრო "რუმსა" უმასპინძლა. ადგილზე გამოფენილი იყო სხვადასხვა ნივთები უკრაინის დროშის ფერებში და უკრაინელი ფოტოგრაფების ნამუშევრები.
ღონისძიება ამერიკის სავაჭრო პალატის ორგანიზებით ჩატარდა. ამ დროისთვის 125 ათასი ლარი უკვე გადაირიცხა უკრაინის საელჩოს ანგარიშზე.