ბათუმში ჯერ არ გადაუწყვეტიათ, დაუთმობენ თუ არა ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიას რუსთავი2-ის მიერ დაგეგმილ კონცერტს.
მთელი დღის განმავლობაში ქალაქის მერიიდან არც ერთი შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი კონტაქტზე არ გამოდის.
რაც შეეხება ფოთს, უარის მიღების შემდეგ რუსთავი2-მა ქალქის მერიას კიდევ ორი წერილი გაუგზავნა ლოკაციებისა და თარიღების ცვლილებებით, თუმცა ფოთის ხელმძღვანელობა ჯერ დუმს.
რაც შეეხება ქალაქში დაგეგმილ სხვა კონცერტებს, დღეს კურიერმა მოიპოვა ღონისძიებათა განრიგი, სადაც 8 აგვისტომდე ფოთში არც ერთი კონცერტი დაგეგმილი არ იყო.
ფოთის მერიაში ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთედება იმის შესახებაც, ზუსტად როდის დაიგეგმა ღონისძიება, რომელის გამოც მუნიციპალიტეტმა რუსთავის2 –ს კონცერტის ჩატარების უფლება არ მისცა.
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, მერიის კუტურის სამსახურის ხელმძღვანელის და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის დირექტორის მიერ დასახელებული თარიღები ერთმანეთს არ ემთხვევა.
წერილები ფოთის, ბათუმის და ქუთაისის მუნიციპალიტეტებმა არასამთავრობო სექტორიდანაც მიიღეს.
ჟურნაისტური ეთიკის ქარტია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მათგან ოფიციალურ დასაბუთებას ელოდება.
არასამთავრობოები რუსთავი2–ის წინააღმდეგ მიმართულ შესაძლო კამპანიაზე საუბრობენ და იმ მიზეზების გარკვევას ცდილობენ, რაც ოფიციალური უარის უკან დგას.
ავტორი: თამარ ბაღაშვილი