საქართველოს ხელისუფლება თურქეთში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესებას ჯერ-ჯერობით არ აპირებს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, ამის აუცილებლობა ამ ეტაპზე არ არის.
შესაძლო ტერაქტების შესახებ საკუთარი მოქალაქეები უკვე გააფრთხილა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. უწყება მოუწოდებს მათ თავი შეიკავონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისაგან და სასაზღვრო რეგიონებში მოგზაურობისაგან.
როგორც ცნობილია, თურქეთის ავიაციამ ერაყის ჩრდილოეთში, ქურთ მებრძოლებზე ბოლო პერიოდში ყველაზე მასობრივი საჰაერო იერიში განახორციელა.