20 ნოემბერი 2024,   19:21
ვრცლად
თავდაცვის სამინისტრო სენაკის ბაზაზე ჯარისკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თავდაცვის სამინისტრო სენაკის ბაზაზე ჯარისკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყება მწუხარებას გამოთქვამს ტრაგიკული ინციდენტის გამო. 

"სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, პირველი კლასის რიგითმა ჯონი ახალაიამ თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინა თვითმკვლელობა, რომელიც ასევე დააფიქსირა შემთხვევის ადგილზე არსებულმა ვიდეოსამეთვალყურეო კამერამ.

ასევე კამერის ჩანაწერებით დგინდება, რომ ტრაგიკული ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდა მხოლოდ აღნიშნული პიროვნება. ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ115-ე მუხლით. 

თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული ტრაგიკული ინციდენტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს,"- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები