ბულგარეთის სასაზღვრო ქვედანაყოფებმა, დაახლოებით 84 არალეგალი მიგრანტი, ნახევრად შიშვლები თურქეთში დააბრუნეს.
ნახევრად შიშველი არალეგალი მიგრანტები ჟანდარმერიის რაზმმა თურქეთის ჩრდილოეთით, ქირქლარელის პროვინციაში, ბულგარეთის საზღვრის მახლობლად მდებარე კოფჩაზის რაიონში პატრულირებისას ტყეში იპოვა.
მიგრანტები ავღანეთის, მაროკოს, სირიისა და ირანის მოქალაქეები არიან, რომლებიც სიცივესთან გამკლავებას ტომრებით ცდილობდნენ.
მიგრანტების თქმით, ისინი საბერძნეთის გავლით ბულგარეთში გადავიდნენ. მოგვიანებით ისინი ბულგარეთის პოლიციამ დაიჭირა, წაართვეს ნივთები და ნახევრად შიშვლები თურქეთში გააბრუნეს.
მოგვიანებით ისინი თურქეთის პროვინციის რეპატრიაციის ცენტრში გადაიყვანეს.
ინფორმაციას ამის შესახებ daily Sabah-ი ავრცელებს.