საქართველოს ღვინის ტურიზმის პოტენციალს ამჯერად ბელგიური მედიის წარმომადგენლები და სომელიეები გაეცნენ.
ტურის ფარგლებში ბელგიიდან 17 კაციანი ჯგუფი ჩამოვიდა. ტურის დასრულების შემდეგ ბელგიელი ჟურნალისტები და ბლოგერები ქართული ღვინისა და კერძების შესახებ სოციალურ ქსელებში ფოტო და ვიდეო ბლოგებს, ხოლო ბელგიურ და ნიდერლანდურ ჟურნალებში სტატიებს განათავსებენ.