უკრაინის გარდა რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულებს კიდევ 13 სახელმწიფო გამოიძიებს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ facebook-ის გვერდზე გაავრცელა.
მისი განმარტებით, მსოფლიო საზოგადოება გაერთიანდა ყველაზე ეფექტური გზის მოსაძებნად, თუ როგორ შეიძლება რუსეთის პასუხისგებაში მიცემა, იმ ქმედებებისთვის, რომლებიც უკრაინაშია ჩადენილი. მისივე თქმით, ახლა პარტნიორების მხარდაჭერა და დახმარება შეუფასებელია.