სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში სააგენტოს საქმიანობის მიმართულებები, თანამშრომლობის შედეგად განხორციელებული პროექტები და სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობები განიხილეს.
ღონისძიებას როგორც პარტნიორი ორგანიზაციები, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.