20 ნოემბერი 2024,   20:35
ვრცლად
სუპერთასის ბილეთების გამო შესაძლოა, „ბეკო“ დაჯარიმდეს

სუპერთასის ბილეთების გამო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი „ბეკო“ შესაძლოა, დაჯარიმდეს. შესაბამისი ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა ოქმი დღეს გადაეცემა წარმომადგენლობას.

მიზეზი უეფას მოთხოვნით რეკლამის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებია. ცვლილების მიხედვით, ბილეთების გაყიდვის ან კომერციული მიზნით გამოყენების უფლება უეფას ნებართვის გარეშე, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს არ აქვთ.

როგორც გაირკვა, ბეკო ბილეთებს შენაძენის ღირებულების შესაბამისად ათამაშებდა და ამის თაობაზე კლიენტები შეტყობინებას SMS-ის სახით იღებდნენ.

გადაწყვეტილებას სასამრთლო მიიღებს, რომელსაც თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური მიმართავს.

 
დღის ამბები