შიდა ქართლის სოფლების, რუისისა და ურბნისის მოსახლეობა წყალმომარაგების პრობლემის მოგვარებას ითხოვს. ამ მიმართულებით ადგილობრივების მობილიზება "ლელოს" დახმარებით მოხდა და 500-მდე ხელმოწერა შეგროვდა.
ისინი ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს "ლელოს" ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად საბა ბუაძემ და გრიგოლ გეგელიამ უკვე წარუდგინეს.
"500-მდე ადამიანის ხელმოწერა მოვაგროვეთ იმისათვის, რომ საკრებულომ განიხილოს პეტიცია და სოფელ ურბნისში და რუისში წყალმომარაგების პრობლემის გადაჭრაზე დაიწყოს მსჯელობა," - აცხადებს საბა ბუაძე.