ნინო ლაცაბიძე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორ რუსთაველ სპორტსმენებს შეხვდა. რუსთავის მერმა მათ წასახალისებლად ფულადი ჯილდო გადასცა.
ნინო ლაცაბიძის თქმით, მიმდინარე წლიდან წარმატებული სპორტსმენებისთვის სტიპენდიები გაორმაგდება და ის ჯამში 53 ადამიანს გადაეცემა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რუსთავში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მნიშვნელობაზე.