ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ მან twitter-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია.
"თავისუფალი და დემოკრატიული ევროპის გულში" - წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსლეში.
შარლ მიშელის პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
"პრეზიდენტი კიევშია, მას მინისტრი ოლჰა სტეფანიშინა დახვდა, მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. პროგრამის ან დროის სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე არ საჯაროვდება," - ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.