20 ნოემბერი 2024,   19:24
ვრცლად
კულტურის სამინისტრომ "კომპოზიტორთა ეროვნული კონკურსი" დააფუძნა

კულტურის სამინისტრომ "კომპოზიტორთა ეროვნული კონკურსი" დააფუძნა". კონკურსი ჩატარდება ორი ასაკობრივი ჯგუფისთვის, 17-დან 25 წლის ჩათვლით ასაკის პირებისთვის და 25 წელს ზემოთ.

მუსიკალური ნაწარმოებები შემდეგ კატეგორიებში მიიღება: კამერული ნაწარმოებები, საგუნდო-ვოკალური და სიმფონიური ნაწარმოებები.

კონკურსის მიზანი საკომპოზიტორო ხელოვნების განვითარება და კომპოზიტორთა საქმიანობის ხელშეწყობაა. მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულე კომპოზიტორებს. 

დღის ამბები