150 მგზავრი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რომის მიმართულებით "ალიტალიის" რეისის შესრულებას ხუთ საათზე მეტ ხანს ელოდა. გადადების მიზეზები, კი როგორც თავად განაცხადეს, კომპანიის წარმომადგენლობაში არ განუმარტეს და არც ჩარტერული ბარათები გადასცეს. მათ ჩარტერული ბარათების საშუალებით უნდა განაგრძონ მგზავრობა რომის აეროპორტიდან.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, კომპანიის წარმომადგენელთა ინფორმაციით, რეისის გადადების მიზეზი რომის აეროპორტთან ახლოს შექმნილი პრობლემა გახდა.
მათი თქმით, რეისი დღეს საღამოს 18 საათზე შესრულდება და მგზავრები ჩარტერულ ბარათებსაც მიიღებენ.