20 ნოემბერი 2024,   19:23
ვრცლად
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ეზოში შალვა პაპუაშვილმა და იაპონიის ელჩმა საკურას ხეები დარგეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და იაპონიის ელჩმა საკურას ხეები დარგეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, დეპუტატებმა და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, იმამურა აკირამ იაპონური ხეები მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ეზოში  დარგეს.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ალუბლის ხეების დარგვითა და გახარებით იაპონური კულტურისა და ტრადიციის ნაწილი საქართველოშიც იქნება წარმოდგენილი. პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა.

"ბატონმა ელჩმა აღნიშნა, რომ ეს წასულების ხსოვნასაც ეძღვნება ეს დღე სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ცხოვრების წარმავლობაზე არის საუბარი და ახსენა უკრაინა და იცით, რომ ჩვენი დელეგაცია ახლახანს იმყოფებოდა უკრაინაში. ის, რაც ჩვენ ჩვენი თვალით ვნახეთ ამან რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ უკვე ემოციურადაც სხვანაირად განგვაწყო და გარკვეულწილად მათ შორის გააღვიძა ის იარები, რომელიც ჩვენ თავად გვაქვს 90-იანი და 2008 წლებიდან და თანაზიარი გაგვხადა ემოციურ დონეზეც," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

დამსწრეებს მიმართა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმაც, რომელმაც განაცხადა, რომ ხეების დარგვის ცერემონია საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელს ეძღვნება. მისივე თქმით, დღეს დარგული საკურას ხეები ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობის სიმბოლოა. ელჩმა ისაუბრა ორმხრივი თანამშრომლობის შესახებაც.

დღის ამბები