20 ნოემბერი 2024,   19:24
ვრცლად
21 აპრილს თბილისის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

თელასის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო თბილისის ნაწილს, 21 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი:

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ყიფშიძის და წერეთლის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), აგლაძის,  მირცხულავას,  გუდაუთის,  სამტრედიის და კოსმონავტების ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), ქოშიგორის დასახლების, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), აგრარული უნივერსიტეტის დასახლების (ნაწილობრივ), პატარა დიღმის აგარაკების, უდაბნოს მონასტრის, აისის, ბერაძის, პეტრიწის (ნაწილობრივ), ქედიას, კვაჭაძის, ყურაშვილის, ფერაძის, ჩოხელის, ნიჟარაძის, სიხარულიძის, სიხარულის, ეგრისის, გვიმრაძის, სარიშვილის, დიღმის წყლის და ლაშხის ქუჩების მოსახლეობას.  

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დსასახლების (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 IX კვარტლის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3  II მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და ჯავახეთის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სადგური ლილოს, სოფელი დიდი ლილოს, საქნავთობის დასახლების და იუმაშევის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლიბის (ნაწილობრივ), გლდანის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მუხიანის II, III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), შენგელიას (ნაწილობრივ), ნოზაძის და გამარჯვების ქუჩების მოსახლეობას.  

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არბოს ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 




დღის ამბები