სისხლიანი გარჩევა ლანჩხუთში - დაჭრილია 4 პირი. ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება ერთ-ერთ კაფეში დაიწყო და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა. ურთიერთშელაპარაკების შედეგად პირმა, რომელიც არსებული ინფორმაციით, ადგილობრივი არ არის, ოთხ მამაკაცს ჭრილობები დანით მიაყენა.
დაშავებულები კლინიკა "მედალფაში" გადაიყვანეს, მათგან ერთს ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ნათქვამია რომ დაკავებულია წარსულში ნასამართლევი პირი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე.