დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო 800-ამდე დევნილ ოჯახს სოფლად სახლს უყიდის. ოჯახების სია, სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სახლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, 6 თვის განმავლობაში, თავად დევნილები შეარჩევენ. დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის კიდევ უფრო დაჩქარების მიზნით, კომისიის სხდომები ყოველთვიურად იმართება.
2022-2024 წლებში პროექტის ფარგლებში, დაკმაყოფილდა 6000-ამდე ოჯახი.