თეატრში ათონელზე "შავი ფრინველის" პრემიერა შედგა. სპექტაკლი შოტლანდიელი დრამატურგის, დავიდ ჰარო-უერის გახმაურებული პიესის მიხედვით რეჟისორმა გეგა გაგნიძემ დადგა. ეს კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული "კერძო თეატრების საქმიანობის ხელშეწყობის" კონკურსის გამარჯვებული პროექტია.
პრემიერას კულტურის მინისტრიც დაესწრო.