20 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
დაღუპული ქართველი მებრძოლი არკადი კასრაძე უკრაინიდან საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი არკადი კასრაძე საქართველოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არკადი კასრაძის ცხედარს ოჯახის წევრები და ახლობლები დროშებითა და ანთებული სანთლებით ხელში დახვდნენ.

არკადი კასრაძე ლუგანსკის ოლქის ქალაქ რუბეჟნოეში რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ბრძოლაში შეტაკებების დროს 16 აპრილს დაიღუპა. მებრძოლის ცხედარი საქართველოში პოლონეთის დედაქალაქის გავლით გადმოასვენეს. 

კიდევ ორ ქართველს, ალიკა ცაავას და ზაზა ბიწაძეს სამშობლოში 24 აპრილს, გამთენიისას ვარშავა-თბილისის რეისით ჩამოასვენებენ.

შეგახსენებთ, სამივე დაღუპულის სამოქალაქო პანაშვიდი რამდენიმე დღის წინ უკრაინაში გაიმართა. ამ დრომდე, უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას სულ ცხრა ქართველი მოხალისე მებრძოლი შეეწირა.

დღის ამბები