20 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
გზა გოლგოთისკენ - იერუსალიმში ვია დოლოროსას გზაზე მორწმუნეები ტრადიციული მსვლელობას აწყობენ

ვია დოლოროსა - გზა გოლგოთისკენ, რომელიც იესო ქრისტემ ჯვარცმამდე ჯვრით ხელში გაიარა - ამავე გზას გადიან ყოველ წელს მომლოცველები და პილიგრიმები

ადგილობრივი და იერუსალიმში ჩასული მართლმადიდებლები იმ 14 ადგილზე ჩერდებიან, სადაც, ბიბლიის მიხედვით, იესო ქრისტე გაჩერდა. მორწმუნეები მსვლელობისას ლოცულობენ, თან დააქვთ ჯვრები და ასრულებენ საგალობლებს. 

გამონაკლისი არც წლევანდელი წელია, მორწმუნეებს სწამთ, რომ ეს სწორედ ის გზაა, რომელიც მაცხოვარს ჯვარცმამდე გაატარეს. მაცხოვრის მიერ ჯვარცმამდე განვლილი გზა იერუსალიმის ლომის კარიბჭიდან იწყება და მაცხოვრის აღდგომის ტაძართან სრულდება, სადაც ზეციური ცეცხლის გარდამოსვლას დაელოდებიან.

ამ დღეს იერუსალიმში ტრადიციულად ქართველი სასულიერო პირები და მომლოცველებიც ყოველ წელს ჩადიან.

დღის ამბები