20 ნოემბერი 2024,   19:16
ვრცლად
ვენეციის 59-ე საერთაშორისო გამოფენაზე ქართული პავილიონი გაიხსნა

ვენეციის ბიენალეზე ქართული პავილიონი გაიხსნა. თანამედროვე ხელოვნების ვენეციის 59-ე საერთაშორისო გამოფენაზე ქართული სივრცის გახსნაში მონაწილეობა კულტურის მინისტრმა მიიღო.

წელს პირველად, ვენეციის 59-ე ბიენალეს მიმდინარეობის 7 თვის განმავლობაში, საქართველოს ეროვნული პავილიონის ფარგლებში იმუშავებს სახელოვნებო რეზიდენცია ქართველი ახალგაზრდებისათვის.

პროგრამაში მონაწილე ხელოვანების შესარჩევად კულტურის სამინისტრომ კონკურსი მარტში გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც რეზიდენციის 5 მონაწილე გამოვლინდა.

ინფორმაციითვის: საერთაშორისო ხელოვნების ვენეციის ბიენალე 1895 წელს დაფუძნდა და უკვე საუკუნეზე მეტია, ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ხელოვნების ცენტრად ითვლება. საქართველომ მასში მონაწილეობა პირველად 2007 წელს მიიღო.

დღის ამბები