უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლის არკადი კასრაძის ცხედარი უკვე მიასვენეს ქაშვეთის ტაძარში, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, დღის ბოლოს კი გარდაცვლილ მეომრის ცხედარს საკუთარ სახლში გადაასვენებენ. მას სამშაბათს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
არკადი კასრაძის ცხედარი თბილისში, დღეს დილით პოლონეთის დედაქალაქის გავლით ჩამოასვენეს. უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის ცხედარს აეროპორტში ოჯახის წევრები და მოქალაქეები დახვდნენ.
არკადი კასრაძე ოკუპანტის ტყვიას, 16 აპრილს, ქალაქ რუბეჟნოეში ემსხვერპლა, სადაც მასთან ერთად კიდევ ორი ქართველ მებრძოლი დაიღუპა. საუბარია ალიკა ცავასა და ზაზა ბიწაძეზე, რომელთა ცხედრებსაც სამშობლოში ხვალ დილით ჩამოასვენებენ სამშობლოში.
შეგახსენებთ, სამივე დაღუპულის სამოქალაქო პანაშვიდი რამდენიმე დღის წინ უკრაინაში გაიმართა. ამ დრომდე, უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას სულ ცხრა ქართველი მოხალისე მებრძოლი შეეწირა.