ალავერდის ეპარქიაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ემზადებიან.
დიდი შაბათის წირვა-ლოცვა ალავერდის საკათედრო ტაძარში მეუფე დავითმა, მონასტრის წევრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. მიტროპოლიტმა მრევლს ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და ლოცვისკენ მოუწოდა.
აღდგომის ლიტურგია ეპარქიის ყველა მოქმედ ტაძარში 23:00 საათზე დაიწყება. ალავრდის მამათა მონასტერში კი ღამისთევის ლოცვას ალავერდელი მეუფე დავითი აღავლენს.