20 ნოემბერი 2024,   19:21
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებს სააღდგომო საჩუქრებიც გადასცა

პარლამენტის თავმჯდომარემ, დეპუტატებთან ერთად, საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები მოინახულა და დამდეგი აღდგომა მიულოცა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, შეხვედრისას საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე რთული აგრესიას. მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან გრძნობდნენ ზრუნვას, როგორც ხალხისგან ისე მთავრობისგან.  

უკრაინის მოქალაქეები ასევე მოინახულა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ.

"გავეცანით იმ საკითხებსა და პრობლემებს, რომლებიც მათ აწუხებთ. ამ რთულ მომენტში საქართველო უკრაინის გვერდით დგას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ომის დასრულებამდე უკრაინულმა ოჯახებმა თავი იგრძნონ როგორც საკუთარ სახლში. სანამ უკრაინაში ომი გრძელდება საქართველო უკრაინელებისთვის არის მეორე სახლი,", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შალვა პაპუაშვილი, არჩილ თალაკვაძე, ლევან იოსელიანი, ბექა ოდიშარია და ეკა სეფაშვილი უკრაინაში ომის გამო საქართველოში დარჩენილი მოქალაქეების პრობლემებსა და საჭიროებებს გაეცნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა უკრაინელ ოჯახებს სააღდგომო საჩუქრებიც გადასცეს და მხარდაჭერა აღუთქვეს.

დღის ამბები