20 ნოემბერი 2024,   19:25
ვრცლად
რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული კიდევ 2 ქართველი უკრაინიდან სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული კიდევ ორი ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს.

ზაზა ბიწაძის და ალიკა ცაავას ცხედრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები, მეგობრები და რიგითი მოქალაქეები დახვდნენ.

ქართველი მებრძოლები ქალაქ რუბეჟნოეში შეტაკებების დროს დაიღუპნენ, მათთან ერთად დაიღუპა ქართველი მებრძოლი არკადი კასრაძეც, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩამოასვენეს. მათ, სხვა დაღუპული ქართველი მებრძოლების მსგავსად, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

 

 

 

დღის ამბები