20 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
უკრაინაში გარდაცვლილი ორი მებრძოლი საქართველოში დილით ჩამოასვენეს - ზაზა ბიწაძის ხსოვნას რუსთავში მიაგებენ პატივს, ალიკა ცაავა კი სამეგრელოშია გადასვენებული

უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში ორი თვის განმავლობაში 9 ქართველი მოხალისე მებრძოლი დაიღუპა. მათგან ბოლოს დაღუპული ორი მებრძოლი, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა, დილით ჩამოასვენეს სამშობლოში. ზაზა ბიწაძის ხსოვნას რუსთავში მიაგებენ პატივს. რაც შეეხება ალიკა ცაავას, ის სამეგრელოშია გადასვენებული.

ქართველი მებრძოლები ქალაქ რუბეჟნოეში შეტაკებების დროს დაიღუპნენ, მათთან ერთად დაიღუპა ქართველი მებრძოლი არკადი კასრაძეც, რომელიც ერთი დღის წინ ჩამოასვენეს. მათ, სხვა დაღუპული ქართველი მებრძოლების მსგავსად, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

დღის ამბები