რამდენიმე წუთის წინ რუსთავი2-ის გადამღებ ჯგუფს ბათუმის ვიცე-მერმა ოფიციალური წერილი გადასცა.
მერიის პასუხის მიხედვით, ბათუმის მერია კომპანიას ანბანის კოშკთან კონცერტის გამართვაზე უარს ეუბნება.
ვიცე-მერმა უარის შესახებ განმარტებები გააკეთა და განაცხადა, რომ დაახლოებით 1 თვის წინ დაიგეგმა ფესტივალი, რომელიც ქალაქის სხვადახვა წერტილში უნდა გაიმართოს, მათ შორის ანბანის კოშკთანაც, სადაც რუსთავი2-ის კონცერტი იგეგმება.
კორესპონდენტის კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი სხვა ტერიტორიაზე კონცერტის გამართვა, ვივე-მერი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე რუსთავი2-თვის ყველა ადგილი დაკავებულია.
თუმცა, კურიერმა მოიპოვა პროგრამა, სადაც განრიგია გაწერილი. ნუსხაში ანბანის კოშკის ტერიტორიაზე, სადაც რუსთავი2-ის კონცერტი იგეგმება, არანაირი ღონისძიება დაგეგმილი არ არის.
რუსთავი2-ს სურდა, უარის მიზეზების შესახებ ბათუმის მერისგან მიეღო განმარტებები. თუმცა, მერიაში განაცხადეს, რომ გიორგი ერმაკოვი ადგილზე არ იმყოფებოდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მერი ადგილზე იყო და მის კაბინეტთან კი დაცვის პოლიცია იყო მობილიზებული.