20 ნოემბერი 2024,   19:19
ვრცლად
კვერცხის გაგორება, გიგანტური ომლეტი, ძველი ქოთნების მტვრევა და ა.შ. - როგორია სააღდგომო ტრადიციები სხვადასხვა ქვეყანაში

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მართლმადიდებლური ეკლესია დღეს ზეიმობს, კათოლიკეებმა კი ქრისტიანული დღესასწაული გასულ კვირას აღნიშნეს. აღდგომას კათოლიკეებს და მართლმადიდებლებს კვერცხის შეღებვის და პასქის მომზადების გარდა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული ტრადიციები აქვთ. ძველი ქოთნების დამსხვრევა და შეჯიბრი “კვერცხების გაგორებაში” - ეს, მაგალითად, თეთრი სახლის 130 წლიანი ტრადიციაა.

აშშ-ში სააღდგომო ტრადიცია 130 წელს ითვლის. ტრადიციას ამერიკის პრეზიდენტი აგრძელებს. 17 აპრილს, ჯო ბაიდენმა ოჯახთან ერთად, თეთრი სახლის მწვანე მინდორზე, მონაწილეობა "სააღდგომო კვერცხის გაგორებაში" მიიღო. დღესასწაულს 30 000 ადამიანი ესწრებოდა. პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ სტუმრებს სააღდგომო ზღაპარიც წაუკითხეს.

ძველი ქოთნების ფანჯრიდან სროლა - ეს ბერძნული სააღდგომო ტრადიციაა. დიდი შაბათის დილას კუნძულ კორფუზე ამას ყოველ წელს აკეთებენ, რაც სიმბოლურად რაღაც ახლის დასაწყისს ნიშნავს.

აღდგომას, საფრანგეთის ერთ-ერთ პატარა ქალაქ ჰაუხში, მთავარ მოედანზე ადგილობრივები იკრიბებიან. ბავშვები მშობლებთან ერთად, 10 ათასი კვერცხისგან გიგანტურ ომლეტს ამზადებენ და შემდეგ აგემოვნებენ. ტრადიცია საფრანგეთის პატარა ქალაქებში 1984 წლიდან არსებობს.

სმინგუს- დინგუსი, ანუ "სველი ორშაბათი", - ასე ჰქვია პოლონეთში, კათოლიკურ სააღდგომო ტრადიციას. აღდგომის ორშაბათს, პოლონელები დღეს სახალისოდ ატარებენ და ერთმანეთს წყალს ასხამენ. ლეგენდის თანახმად, წყლის სავსე ჭურჭლით დასველებული გოგონები, წლის ბოლომდე აუცილებლად იქორწინებენ.

აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს იტალიაც. ეს დღე მნიშვნელოვან დატვირთვას იძენს ვატიკანში, სადაც წმინდა პეტრეს მოედანზე ყოველწლიურად ათასობით ადამიანი იკრიბება. კათოლიკური მრევლმა რომის პაპის საკვირაო მესას, 17 აპრილს მოუსმინა.

ქალაქი იერუსალიმი - აქ მართლმადიდებელი მრევლი, ყოველ აღდგომას იმ გზას გადის, რომელიც, ბიბლიის მიხედვით ქრისტემ გაიარა და ჯვარი ზიდა. გზის ბოლოს აღდგომის ტაძარში მიდიან, სადაც იესო ჯვარცმის შემდგომ გადაასვენეს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, აღდგომის დღესასწაულზე მრევლი წმინდა ქალაქში იკრიბება და ცეცხლის გარდამოსვლას ზეიმობს.

დღის ამბები