20 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები მოძრაობს

დღეს, ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, დილის 08:00 საათიდან 20:00-მდე თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები მოძრაობს.

მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის მიმართულებით ავტობუსი მეტროსადგურ "დიდუბიდან", კუკის სასაფლაოსკენ - ტრანსპორტი სადგურის და მარჯანიშვილის მოედნებიდან გადის, საბურთალოს სასაფლაოსკენ - გასვლის ადგილი მეტრო "დელისის" მიმდებარე ტერიტორიაა, ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოსკენ - ავტობუსი მეტრო "სარაჯიშვილიდან“ მოძრაობს. ვერის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი ჭიჭინაძის ქუჩაზე გაჩერდება, ხოლო ვარკეთილის საქალაქო სასაფლაოსკენ ავტობუსი მეტროსადგურ "ვარკეთილიდან" და შუამთის ქუჩიდან იმოძრავებს.

ტრანსპორტის მოძრაობის გასაკონტროლებლად სასაფლაოებთან მიტანილია სპეციალური რკინის ჯებირები. მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

დღის ამბები