20 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
როგორია რეგიონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი - რუსეთი და უკრაინა მინუსებშია, საქართველოს კი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს 

რაც უფრო ხანგრძლივდება ომი, მით უფრო იზრდება გლობალური რისკები. მზარდი რისკების გამო კი მცირდება ეკონომიკები და ხშირად იცვლება პროგნოზებიც. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2022 წლის გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.4%-დან 3.6%-მდე შეამცირა. ორგანიზაციის შეფასებით, 2022 წელს რუსეთის ეკონომიკა სავარაუდოდ, 8.5%-ით შემცირდება, ომით დაზარალებული უკრაინის ეკონომიკა 35%-ით. ფონდმა რეგიონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზებსაც გადახედა. ორგანიზაციის მოლოდინით, წელს საქართველოს ეკონომიკა 3.2%-ით გაიზრდება. რეგიონში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

პროგნოზების შემცირების მიზეზები მიწოდების ჯაჭვის შეფერხება, ენერგორესურსებისა და საკვები პროდუქტების გაძვირება და გლობალურად ინფლაციის დონის ზრდაა. სავალუტო ფონდი წელს საქართველოში საშუალოდ 9.85%-იან ინფლაციას პროგნოზირებს

რეგიონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები ასე ნაწილდება:

● საქართველო  3.2%;

● სომხეთი 1.5%;

● აზერბაიჯანი  2.8%;

● თურქეთი  2.7%;

● რუსეთი  -8.5%

● უკრაინა  -35%

დღის ამბები