20 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
მორიგი თავდასხმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებზე

მორიგი თავდასხმა მოხდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებზე. როგორც რუსთავი 2-ისთვის გახდა ცნობილი თავდასხმა გამოძახებაზე მისულ ჯგუფზე დღეს დილით განხორციელდა. 

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ექიმებს 5 თვის ორსული გოგო სახლიდან დამატებითი გამოკვლევების ჩასატარებლად სტაციონარში გადაჰყავდათ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ავტომობილში ორსული და მისი დედა იმყოფებოდა, ამის შემდეგ მათთან ორსულის მეუღლე მივიდა და მოითხოვა, რომ პაციენტს თავად გადაიყვანდა საავადმყოფოში. 

ამის შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, რამდენიმე წუთში კი გაღიზიანებული ჯერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას დაესხა თავს, შემდეგ კი ექიმის ფიზიკური შეურაცხყოფა სცადა. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. სამართალდამცავებმა თავდამსხმელი ადგილზე დააკავეს. 

როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში განმარტავენ, მომხდარი აღბეჭდილია ვიდეო კადრებზეც.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები