ბიჭი, რომელსაც სურამში ორი დღეა ეძებდნენ, იპოვეს. "პრაიმთაიმმა" მოიპოვა იმ პიროვნების კომენტარი, რომელმაც ახალგაზრდა ბიჭი იპოვა.
"ბათუმში ვნახე. აქამდე არ ვიცნობდი. ტანსაცმლით და ფოტოსურათით ამოვიცანი. აღელვებულია. პრობლემების მოგვარება სურს. მთავარია, ეს ყველაფერი მოგვარდეს. მისი ოჯახი უკვე დამიკავშირდა. იციან, რომ კარგად არის,"- ამბობს ბესო დვალიშვილი.
გაუჩინარებამდე გიორგი კობალაძემ სოციალურ ქსელში რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ პრობლემები ჰქონდა.