20 ნოემბერი 2024,   20:25
ვრცლად
"ხელისუფლებას ეშინია რუსთავი 2-ის"- ოპოზიცია

ქუთაისში, ფოთში და ახლა უკვე ბათუმში რუსთავი 2-ის დაგეგმილი კონცერტების ადგილობრივი თვითმართველობის მიერ გაუქმებას არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან. მაათ მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებას რუსთავი 2-ის ეშინია და ყველაფერს აკეთებს, რომ ტელეკომპანიამ კონცერტები არ გამართოს.

"ადგილობრივ დონეზე ესეთ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდნენ. ეს ხელისულფების სისუსტეს ადასტურებს. ეს ძალიან არასერიოზულად გამოიყურება," - აცხადებს
თავისუფალი დემოკრატების წევრი პარლამენტში ზურაბ აბაშიზე.

რუსთავი 2-ის ჩაშლილ კონცერტებს ეხმაურებიან ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში.

"პრემიერმინისტრი შიშმა შეიპრყო, ამას არცერთი მერი არ იღებს, მათ აქვთ მიღებული ეს მკაფიო დავალება. ისინი რუსთავი 2-ს ასე უპირისპირდებიან,"- აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი.

ეროვნულ დემოკრატიულ პარტიაში კი მიაჩნიათ, რომ გორში ჩატარებული კონცერტის შემდეგ ხელისუფლებამ დამოუკიდებელი მედიასაშუალების წინააღმდეგ
მიზანმიმართული კამპანია დაიწყო.

"ეს არის მიზანმიმართული კამპანია, ეს არის დირექტივა. გორში ჩატარებული კონცერტი ვიღაცას დისკომფორტს უქმნის, ეს დაუშვებელია," - აცხადებს ბაჩუკი ქარდავა

ახალ მემარჯვენეებში კი მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება ღიად ეწინააღმდეგება მედიასაშუალებას.

"პოლიტიკური სიბეცის მანიშნებელია. ეს შეუნიღბავად, ღიად ჩანს. ვინმე ეტყოდა უარს ბერას კონცერტებს? ვინ დამაჯერებს, რომ ეს ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიიღო,"- აცხადებს ფიქრია ჩიხლაძე

ლეიბორისტულ პარტიაში კი ამბობენ, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი იღებს.

" ეს არის სისულელე. ეს შუშის კობლაში განთავსებულმა ბატონმა გადაწყვიტა. ეს განპირობებულია შიშით. ხელისუფლებას აქვს მოლოდინები, რომ ერთ დღესაც ეს ხალხი კონცერტების მაგივრად პური წაართვეს მოსახლეობას და სანახაობასაც უკრძალავენ. ეს მაინც მოხდება,"- აცხადებს გიორგი გუგავა.

 

ავტორი: თამარ ბაღაშვილი

 
ამავე თემაზე
დღის ამბები