"საქართველოს მხარეთა კულტურულ-ისტორიული გზა" - დოკუმენტური ფილმების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა ბიზნეს ცენტრ King David-ში.
შეხვედრაზე განიხილეს, საქართველოს რომელი რეგიონები მოხვდება პროექტში და რა პრინციპით. ყურადღება გამახვილდა ქვეყნის მასშტაბით არსებული ისტორიული რელიქვიების ვიზუალიზაციის მნიშვნელობაზე.