მარტვილის წაჩხურის მთავარანგელოზთა სახელობის მონასტერში მეუფე სტეფანესა და განკვეთილ სასულიერო პირებს შორის კვლავ დაპირისპირება მოხდა. დღესასწაულზე "ჩოხოსნებთან" ერთად მისულ სტეფანე კალაიჯიშვილს განკვეთილი სასულიერო პირები და მათი მხარდამჭერები დახვდნენ შეძახილებით - იუდა და მას ხურდები შეაყარეს.
ამას წინ უძღოდა წაჩხურის მონასტერში "ჩოხოსნების" მისვლა, რომლებმაც განკვეთილ სასულიერო პირებს ხატებისა და სანთლების გაყიდვა აუკრძალეს ადგილიდან ააყენეს და თავად დაიკავეს ტერიტორია. ამ წუთებში მონასტერში წირვა მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია მრევლი კი მოსალოცად არის მოსული ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან.
დღეს მარტვილში წაჩხურობას აღნიშნვენ. წაჩხურის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში, აღდგომის შემდეგ, მოსალოცად უშვილო წყვილები მიდიან. ისინი წაჩხურის მთავარანგელოზის ხატს შეწევნას სთხოვენ, მათ თან ხის აკვნები და თოჯინები აქვთ.