20 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
"ზედოზირებით არა 100 არამედ 16 ადამიანი მივიდა საავადმყოფოში," - დავით სერგეენკო

ჯანდაცვის სამინისტრო ზედოზირებასთან დაკავშირებით კლინიკების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ამოწმებს.

დავით სერგეენკო უარყოფს ფაქტების რაოდენობას და ამბობს, რომ კლინიკებში გასულ თვეში ზედოზირებით არა 100, არამედ 16 პაციენტი მიიღეს.

მისთვის გაუგებარია რა მიზეზით გავრცელდა მცდარი ინფორმაცია.

"დეტალურად გავაანალიზედ და შევამოწმეთ ეს ინფორმაცია კლინიკაში შევიდა ზუსტად 16 ადამიანი. ეს იყო ხარვეზი, თუ იყო რაიმე სხვა მოსაზრება ამის გარკვევა სამინისტროს ვალდებულებაა,"- აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.  

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები