Area.ge პირველი, თანამედროვე პლატფორმაა, რომელმაც ციფრულ სივრცეში გადაიტანა უძრავი ქონების ყიდვა - გაყიდვა, ქირაობა, გირავნობასთან დაკავშირებული ყველა პროცესი. ამასთან, მომხმარებლის კომფორტისათვის შექმნა პრემიუმ სერვისები, რაც ამარტივებს ყველა იმ აუცილებელ ნაბიჯს, რომელიც ბინის, აგარაკის, კომერციული ფართის თუ მიწის ნაკვეთის შესაძენად, ან გასაყიდად გასავლელია.
არეას საშუალებით შესაძლებელია უძრავი ქონების ყიდვა, გაყიდვა, ქირაობა, ან გირავნობა. პლატფორმაზე წარმოდგენილია, როგორც საცხოვრებელი სახლები, ასევე აგარაკები, მიწის ნაკვეთები, ოფისები, კომერციული ფართები და.ა.შ.
თუ ქონების გაყიდვით ხართ დაინტერესებული და ვერ ახერხებთ ფოტოების გადაღებას, განცხადების განთავსებას საიტზე, არეა ყველა ამ საქმეს თქვენს ნაცვლად გააკეთებს.
წინასწარ განსაზღვრულ დროს, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი ფოტოგრაფთა გუნდი მივა თქვენს სახლში/ოფისში/აგარაკზე, გადაიღებს ნათელ, აღქმად ფოტოებს, სადაც რეალურად წარმოჩენილი იქნება თქვენი ქონების უპირატესობები.
არეას „განცხადების რედაქტორი“ კი, ადგილზე მისვლისას, გამოიკითხავს დეტალურ ინფორმაციას უძრავი ქონების შესახებ და შეავსებს განცხადების ფორმას მოპოვებული ინფორმაციით. ატვირთავს ფოტოებს და განათავსებს განცხადებას საიტზე. საჭიროების შემთხვევაში იგი დაგარეგისტრირებთ არეას პლატფორმაზე. პროცედურის დასრულების შემდგომ კი, საიტზე შესასვლელად, საკონტაქტო ელ. ფოსტაზე მიიღებთ მომხმარებლის მონაცემებს: სახელს, ერთჯერად პაროლს და განცხადების ID.
მნიშვნელოვანია, რედაქტორს და ფოტოგრაფს დახვდეთ ადგილზე შეთანხმებულ დროს და დაახვედრო მაქსიმალურად მოწესრიგებული უძრავი ქონება - მზად გადაღებისთვის. დანარჩენს არეას "განცხადების რედაქტორი" მოაგვარებს.
area-სუპირატესობები
არეას პირველი და მთავარი უპირატესობა მარტივი და მოსახერხებელი საიტია, რომლის გამოყენებაც ნებისმიერი ადამიანისთვის გასაგები და იოლია. ეს გახლავთ უძრავი ქონების ყველაზე დიდი პლატფორმა, სადაც ყოველდღიურად განახლებადი უპრეცედენტო რაოდენობის განცხადებაა წარმოდგენილი. მათი სიმრავლე ერთიორად ზრდის შანსს, რაც შეიძლება მოკლე დროში იპოვოს მსურველმა მისთვის სასურველი ქონება.
თუ არ იცით, თქვენი ქონების რეალური საბაზრო ღირებულება, ამის გარკვევაშიც არეა დაგეხმარებათ. ქონების შეფასების სერვისის მეშვეობით შესაძლებელია ონლაინ დაიქირაოთ შემფასებელი და მიიღოთ ქონების საორიენტაციო, ან სარეკომენდაციო შეფასება.
თუ გჭირდებათ ქონების რეალური ღირებულების დამადასტურებელი, იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტაცია, მაშინ პროფესიონალური შეფასება უნდა მოითხოვოთ. არეაზე განაცხადის დაფიქსირების შემდეგ, 1 დღეში მიიღებთ საერთაშორისო გამოცდილებასა და ადგილობრივ ბაზარზე გაყიდული ქონების ანალიზზე დაყრდნობით შედგენილ, სრულფასოვან, იურიდიულ დოკუმენტს.
ფინანსების მოძიება ერთ-ერთი გადამწყვეტი საკითხია ქონების შეძენისას. არეა მის მომხმარებელს სთავაზობს, აიღოს მარტივად იპოთეკური სესხი საიტიდან, ბანკში მისვლის და რიგებში დგომის გარეშე. არეაზე ჩაშენებული სესხის მოთხოვნის ფუნქციონალი იძლევა საშუალებას, აპლიკაციის პირადი მონაცემებით შევსებით დააფიქსიროთ იპოთეკური სესხის მოთხოვნა ონლაინ და დაელოდოთ ბანკის წარმომადგენელს პროცედურის დასასრულებლად.
როგორც უკვე იცით, არეა მომხმარებლის კომფორტზე მორგებულ სერვისებს ქმნის, რათა გაამარტივოს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროცესი.
ეწვიეთ area.ge-ს და მარტივად მოაგვარეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი.
(R)