20 ნოემბერი 2024,   20:17
ვრცლად
"გვაქვს იმედი, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია გადაწყვეტს, გადავიდეს იმ შენობაში, “ - მაია ცქიტიშვილი

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი იმ მიმოწერაზე საუბროს, სადაც ირინა იმერლიშვილი ათონელის რეზიდენციის ნატოს სტანდარტებთან შეუსაბამობაზე აკეთებს აქცენტს.

მაია ცქიტიშვილი ამბობს რომ შენობა უმაღლეს სტანდარტს აკმაყოფილებს.

„თქვენ შეგიძლიათ ჩახვიდეთ და ნახოთ რა პირობებში მუშაობდა უშიშროების საბჭოს აპარატი და ნახოთ ათონელის რეზიდენციაში რა პირობებია. ვერ გავიზიარებთ მათი მხრიდან, თითქოს პოლიტიკური მიზეზების გამო იქნა ჩვენი მხრიდან რაღაც მოლაპარაკება ჩაშლილი. გვაქვს იმედი, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია გადაწყვეტს, რომ გადავიდეს იმ შენობაში, “ - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

 
დღის ამბები