20 ნოემბერი 2024,   20:18
ვრცლად
მარტოხელა პენსიონერებს სოციალური დახმარებები აღუდგებათ - პენსიონერები კომპენსაციებსაც მიიღებენ

მარტოხელა პენსიონერებს სოციალური დახმარებები აღუდგებათ. სისტემის ხარვეზებზე, რის გამოც რამდენიმე თვის განმავლობაში ხანდაზმულებს სახელმწიფოს მხრიდან შემწეობა ქონდათ შეჩერებული, ჯანდაცვისა მინისტრმა ისაუბრა.

დავით სერგეენკომ შეცდომად მარტოხელა პენსიონერების სოციალური დახმარების გარეშე დატოვება შეაფასა.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ბოლო ორი თვის განმავლობაში სოციალური შემწეობა 3 ათას 700-მდე პენსიონერს შეუწყდა.

დადგენილების დამტკიცების შემდეგ, კი მარტოხელა პენსიონერების კოეფიციენტი 1.1-ის ნაცვლას 1.8-ით განისაზღვრა, რაც მათი შემწეობის მიმღებთა სიაში დაბრუნებას უზრუნველყოფს.

ოპოზიციურ პარტიაში, პენსიონერებისთვის უწყების ახალ შეთავაზებას სკეპტიკურად უყურებენ.

სამთვიანი მონიტორინგის ხარვეზებზე დღეს ირაკლი ღარიბაშვილმაც ისაუბრა.  

პრემიერის განცხადებით, შემწეობის გარეშე დარჩენილ მარტოხელა პენსიონერები კომპენსაციასაც მიიღებენ.

 

ავტორები: ანი წერეთელი, ია გულიაშვილი, ედიშერ მუშკუდიანი, გოგიტა მაღლაკელიძე

 
ამავე თემაზე
დღის ამბები