20 ნოემბერი 2024,   20:26
ვრცლად
მინისტრთა კაბინეტმა დღეს სუბსიდირების ახალი გეგმა დაამტკიცა

ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფით გამოწვეულ სხვაობას საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახელმწიფო დაუფარავს.

ინიციატივა 70 ათასი და ნაკლები ქულის მქონე სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს შეეხებათ.
ბიუჯეტიდან ამისთვის წლის ბოლომდე 6 მილიონი გამოიყოფა.

თანხის დანამატს ენერგო-პრო ჯორჯია განსაზღვრავს, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი თანხით დაფარავს. ტარიფის თბილისში გაძვირების შემთხვევაში, სქემა დედაქალაქისთვისაც ამოქმედდება.

უმრავლესობას მიაჩნია, რომ სახელმწიფოს მხრიდან სოციალურად დაუცველებისთვის ასეთი დახმარება მნიშვნელოვანია.

ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ დენის ტარიფის სუბსიდირება ქვეყანაში ფასების ზრდას გამოიწვევს.

ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ დენის ტარიფი რეგიონებისთვის, 4 თეთრით, კომპანია ენერგო-პრო ჯორჯიას მოთხოვნის საფუძველზე გაზარდა.

 

ავტორები: სოფო ვარდიაშვილი

 
დღის ამბები