13 ივნისის სტიქიისგან დაზარალებული პირველი კატეგორიის 39 ოჯახიდან მერიამ შეთანხმება მხოლოდ 21-თან შეძლო. თუმცა ისინიც უკვე თვენახევარია ზარალის ანაზღაურებას და კომპენსაციის მიღებას ელოდებიან.
ეს ოჯახები მერიას სულადობის ან ფართის საბაზრო ღირებულებით ანაზღაურებას დათანხმდა.
18 ოჯახთან შეთანხმება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
სვანიძის ქუჩაზე მხოლოდ რამდენიმე სახლში ცხოვრობენ, დანარჩენი სტიქიამ ან მთლიანად დაშალა ან ისე დააზიანა, რომ საცხოვრებლად უვარგისი გახადა.
ოჯახების იმ ნაწილს ვინც თანხმობა განაცხადა, მერიამ ხელშეკრულება რამდენიმე კვირიანი ლოდინის შემდეგ გუშინწინ გაუფორმა და დაპირდა, რომ მათთვის შექმნილ ანგარიშზე ჯამში 6 მილიონ ლარზე მეტი, რამდენიმე დღეში ჩაერიცხებათ.
საკრებულოს ოპოზიცია ამბობს, რომ პროცესი ჭიანურდება და მერია შეგროვილ თანხას ზოგავს, პრეტენზიებს არ იზიარებენ მერიაში.
ავტორები: სოფო ზურაბიანი, გიორგი კვიწინაძე, თამარ შალოშვილი