20 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
რუსული აგრესიის გამო კომპანია "ზედაზენმა" რებრენდინგი განახორციელა და სამარკო ნიშანი, Z შეცვალა

უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა ზედაზენის რებრენდინგი დააჩქარა. "Z" სიმბოლო კომპანია ზედაზენის შეფუთვის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ის რუსი აგრესორების სიმბოლოდ იქცა, კომპანიამ ის ქართული ასო "ზ"-თი  ჩაანაცვლა.

ამ ფონზე სოციალურ ქსელში გავრცელდა რუსულ ბაზარზე გატანილი კომპანიის პროდუქციის - ლიმონათ "ზენის" შესახებ ინფორმაცია, რომლის ეტიკეტზეც დატანილია "Z" სიმბოლო. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ეს პროდუქცია ძველი, ომამდელი  ჩამოსხმაა და მას არანაირი კავშირი არ აქვს რუსული არმიის სიმბოლო "Z"-სთან.

კომპანიაში ამ დამთხვევას სამწუხაროს უწოდებენ და აცხადებენ, რომ 5 აპრილის შემდეგ ჩამოსხმული პროდუქციის შეფუთვაში ლათინური "Z"-ს ნაცვლად ქართული "ზ" გამოიყენება.

როგორც კომპანია "ზედაზენის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა მიქაცაძემ  "რუსთავი 2-თან" საუბარში განაცხადა,  კომპანია სრულად უჭერს მხარს უკრაინას,  გვერდში უდგას უკრაინელებს და აქტიურად მონაწილეობს ჰუმანიტარულ ღონისძიებებში.

"ომის დაწყების შემდეგ, რაც კიევი ბიზნესისგან თითქმის დაიცალა, ჩვენი წარმოების წყალი "ზენი" ბავშვთა საავადმყოფოებში დავარიგეთ.

სამწუხაროდ ეს "Z" ლოგოში გვქონდა, სამწუხარო, მტკივნეული და არასასიამოვნო დამთხვევაა, მაგრამ 2012 წლიდან იყო ლოგოში," - აცხადებს ხათუნა მიქაცაძე.

დღის ამბები