ამ წუთებში ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი დაახლოებით 5 ჰექტარზეა გავრცელებული.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ცეცხლი, სავარაუდოდ, მინდორში გაჩნდა და შემდეგ ტყეში გავრცელდა.
მდგომარეობა რთულია, რის გამოც თბილისიდან დამატებით ბრიგადის ჩართვა გახდა საჭირო.
სახანძრო-სამაშველო სამუშაოებს მაღალი ტემპერატურაც ართულებს.
თუ კონკრეტული კერების ლიკვიდაცია მალევე ვერ მოხერხდა, ვერტმფრენების ჩართვაც გახდება საჭირო.