417 ხმით -10-ის წინააღმდეგ - კონგრესის ქვედა პალატამ, უკრაინის დემოკრატიის დამცველი ლენდ ლიზის აქტი მიიღო. კანონპროექტი პრეზიდენტ ბაიდენს საშუალებას აძლევს უკრაინას იარაღი შეუზღუდავად, ყოველგვარი ბიუროკრატიული დაბრკოლებების გარეშე გაუგზავნოს.
უკრაინის დემოკრატიის დაცვის, ლენდ-ლიზის აქტი რამდენიმე კვირით ადრე ორპარტიული უმრავლესობით სენატმა დაამტკიცა. ლენდ ლიზი, რომელიც პირველად 1941 წელს მიიღეს, კრიტიკული სამხედრო აღჭურვილობისა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგების მოკავშირეებისთვის მიწოდების საშუალებას იძლევა იმ პირობით, რომ დახმარების მიმღები ქვეყნები ვაშინგტონს მოგვიანებით გადაუხდიან.
ლენდ-ლიზის, პროგრამის ამუშავება, რომლის გამოყენებაც მეოცე საუკუნის გლობალური კონფლიქტის დროს მოხდა, ხაზს უსვამს თუ რამდენად დიდი საფრთხეა რუსული აგრესია შეერთებულ შტატების და მისი ევროპელი მოკავშირეებისთვის. კონგრესში აცხადებენ, რომ პუტინის სამიზნე უკრაინის შემდეგ შესაძლოა მისი მეზობლები აღმოჩნდნენ, მათ შორის საქართველოც.
მიღებული კანონის ასამოქმედებლად, ახლა მხოლოდ პრეზიდენტის ხელმოწერა დარჩა. მეორე მსოფლიო ომის დროს შეერთებული შტატების სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებამ, მსოფლიოს ჰიტლერსა და ფაშიზმზე გამარჯვების შესაძლებლობა მისცა.
ომის დაწყებიდან შეერთებულმა შტატებმა კიევს თითქმის 4 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება მიწოდა, მათ შორს ჯაველინები, ტანკ საწინააღმდეგო რაკეტები, საბრძოლო დრონები და ჰაუბიცები. გასულ კვირას ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მეორე პაკეტი დაამტკიცა, 800 მილიონიანი დახმარებიდან, 500 მილონი პირდაპირ ეკონომიკურ დახმარებას მოიცავს.