20 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
XVI საუკუნის გულანის რესტავრაცია და სამეცნიერო შესწავლა დასრულდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიაში 2022 წლის 3 თვის განმავლობაში რესტავრაცია ჩაუტარდა 4 700-ზე მეტ ფურცელს, 15 გაზეთი, დასრულდა XVI საუკუნის ხელნაწერის – გულანის – რესტავრაცია და სამეცნიერო შესწავლა.

რესტავრირებულ დოკუმენტებს შორის არის საისტორიო ცენტრალურ არქივსა და უახლესი ისტორიის ცენტრალურ არქივში დაცული საარქივო დოკუმენტები, მე-19 საუკუნის ფოტოალბომი, ამავე პერიოდის გაზეთები, ტექნიკური ნახაზები და სხვა.

გულანი, ანუ საღვთისმეტყველო-ლიტურგიკულ თხზულებათა კრებული, რომლის რესტავრაციაც დასრულდა და რესტავრატორებმა უკვე აკინძვაზე დაიწყეს მუშაობა, ლევან I დადიანს (1533-1572) ეკუთვნოდა.  როგორც მინაწერებიდან ირკვევა, მოგვიანებით ხელნაწერი ქართლის კათალიკოს ნიკოლოზ ამილახორისშვილის ხელში მოხვდა. კათალიკოსმა გულანი 1706 წელს შიომღვიმის მონასტერს შესწირა. წიგნი ეროვნულ არქივში 1923 წელს შიომღვიმის მონასტრიდან გადმოიტანეს. ხელნაწერი შემკულია 12 მინიატურით – საუფლო დღესასწაულთა სცენებით.

ხელნაწერის რესტავრაცია და მისი მინიატურების საკონსერვაციო სამუშაოები წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. ამასთან, მოხდა ხელნაწერის სამეცნიერო შესწავლა. აღსანიშნავია, რომ რესტავრაციის პროცესში ერთ-ერთი მინიატურის ზურგზე აღმოჩნდა ქართლის კათალიკოს ნიკოლოზ ამილახორისშვილის მიერ სამთავრისის ეკლესიასთან დაკავშირებით შედგენილი დოკუმენტის დედანი. დადგინდა, რომ 1692-1695 წლებში შედგენილი საბუთი კათალიკოსის ავტოგრაფია.

დღის ამბები