მედიკამენტების შემდეგ ბენზინი - საწვავის ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის ხელშესაწყობად კონკურენციის სააგენტომ ირაკლი ღარიბაშვილისგან დავალება მიიღო. ირაკლი ლექვინაძის უწყებამ საწვავის ფასების კუთხით ბაზარზე არსებულ ვითარებაზე ანგარიში პრემიერს და ეკონომიკურ საბჭოს 15 მაისამდე უნდა წარუდგინოს.
სააგენტომ ასევე უნდა შეიმუშაოს რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოხდეს ბენზინსა და დიზელზე ფასების დაწევა.
"დაახლოებით 15 მაისამდე პერიოდში ჩვენ წარმოვადგენთ აპრილის ჩათვლით ბაზარზე არსებულ ვითარებას და იმ სუსტ წერტილებს, სადაც შეიძლება გაიცეს ისეთი რეკომენდაციები, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს ბაზრის კიდევ მეტი კონკურენტუნარიანობა და ბუნებრივია, კონკურენციის სააგენტო ამ მიმართულებით აქტიურად გააგრძელებს მონიტორინგის პროცესს და შესაბამისად, რეკომენდაციებზე მუშაობას,“ - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.
არაბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე თბილისში მძღოლებს უკვე შეუძლიათ ავტომანქანებში საწვავი უფრო იაფად ჩაასხან. ანალოგიურმა სქემამ უკვე დადებითად იმუშავა ფარმაცევტულ ბაზარზე, თურქეთის ბაზრის გახსნამ 250-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი 70 პროცენტით გააიაფა.